
ფინეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალ რეგულაციებს აწესებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებზე სამოგზაურო ვიზების აკრძალვას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილების მიზეზად ოფიციალური ჰელსინკი ფინეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრ მატებას ასახელებს.
წელს რუსეთ-ფინეთის საზღვარი ფინეთის მიმართულებით 180 ათასამდე რუსმა გადაკვეთა. გადაწყვეტილების ოფიციალურად დასამტკიცებლად ფინეთის მთავრობა ევროკავშირის რეკომენდაციას ელოდება.