
აშშ-ის შტატ კენტუკიში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მინიმუმ 6 ბავშვია. შტატის გუბერნატორის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
მისივე ცნობით, ათასობით სახლი და ბიზნეს ობიექტი დააზიანა, საჭირო გახდა ადამიანების ევაკუაციაც. ამ დრომდე კი 33 000 ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.