„ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის აუცილებლად დაიწვება“ | პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის გამო, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ვითარება იძაბება

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონსა და პეკინს შორის ვითარება იძაბება - შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აზიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, და შესაძლოა, ტაივანსაც ეწვიოს, რომელსაც პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.

თავად პელოსის და მის პრესსამსახურს არ დაუდასტურებიათ, შედგება თუ არა ვიზიტი ტაივანში, თუმცა ჩინეთი იმუქრება, რომ თუ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების ესკორტი პელოსის თვითმფრინავს ტაივანში გაჰყვება, ამას პეკინი სამხედრო აგრესიად შეაფასებს და თვითმფრინავებს ჩამოაგდებს.

რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან საუბარში დაჟინებით მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა ტაივანი ჩინეთის სუვერენულ ტერიტორიად აღიაროს. „ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის აუცილებლად დაიწვება“, - განაცხადა სი ძინპინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი