
აზოვის პოლკის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაღალია. მარიუპოლის მცველების 84-დღიანმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ და სამხედრო გმირობის მაგალითებმა მთელი მსოფლიო აზოვის ჯარისკაცების სიმამაცეზე და პატრიოტიზმზე აალაპარაკა. ინტერესის სფეროში არიან მეთაურები, ადამიანები ვინც სამხედროების ფიზიკურ და მორალურ სიმტკიცეზე ზრუნავენ.
"კაცი მითებს მიღმა" - ამ სათაურით გამოაქვეყნა "კიევ პოსტმა" გიორგი ქუფარაშვილთან ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც აზოვის პოლკის ქართველი მეთაური მარიუპოლში გატარებული დღეებისას განცდილ ემოციებს იხსენებს, ყვება რამდენად რთული იყო მებრძოლებისთვის რუსეთის მიერ ჩადენილი სასტიკი ომის დანაშაულების ყურება.
ქუფარაშვილი ომში დაკარგულ თანამებრძოლებზეც საუბრობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ახლა აზოვის მეთაურების მთავარი ამოცანა ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლების დახსნაა, "ტყვედ ჩავარდნილ აზოველებს ვეტყოდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს მტკიცედ იდგნენ ფეხზე" - ეს არის გიორგი ქუფარაშვილის მთავარი მიმართვა უკვე გმირებად ქცეული ლეგენდარული მებრძოლებისთვის.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი