ჯო ბაიდენი ისევ კოვიდდადებითია

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისევ, კოვიდდადებითია. 3 დღის წინ ტესტმა ნეგატიური პასუხი აჩვენა და ოვალურ კაბინეტში დაბრუნდა. დღეს ისევ კოვიდი აღმოაჩნდა.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი თავს კარგად გრძნობს. ექიმების ცნობით, მას გამოხატული სიმპტომატიკა არ აქვს და თავს "საკმაოდ კარგად" გრძონობს

თეთრი სახლის ექიმის თქმით, ბაიდენს ცხრა დღის წინ კოვიდი დაუდასტურდა, მაგრამ ამ კვირაში ჩატარებული ორი ტესტის მიხედვით მისი პასუხი უარყოფითი იყო. მისი ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი განაახლებს იზოლაციის პროცედურებს და ითვლება, რომ მისი დადებითი ტესტი არის ისევ პოზიტიური, რაც ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში ხდება ხოლმე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი