ჩვენ არ ვართ რუსეთი. ამიტომ ჩვენთვის ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ და მაქსიმალურად შევზღუდოთ რუსული ტერორი.
ომის ამ ეტაპზე ტერორი რუსეთისთვის მთავარი იარაღია. და ამიტომ ყოველი უკრაინელის, მსოფლიოში თავისუფლებისა და კაცობრიობის ყოველი დამცველის მთავარი ამოცანაა ყველაფერი გააკეთოს ტერორისტული სახელმწიფოს იზოლირებისთვის და რუსეთის თავდასხმებისგან რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაცავად.
მადლობელი ვარ ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! ჩვენს გმირებს! მადლობა ყველას, ვინც იხსნის ჩვენს ხალხს ამ რუსული ტერორისგან!
- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.