
გაერო მზად არის, გამომძიებლები გაგზავნოს ფრონტის ხაზის ქალაქ ოლენივკაში, სადაც 29 ივლისის საჰაერო დარტყმის შედეგად ათობით უკრაინელი ტყვე დაიღუპა. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესმდივანი ფარჰან ჰაქი საუბრობს და აცხადებს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ორივე მხარე თანხმობას გამოხატავს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა 29 ივლისს განაცხადა, რომ ამჟამად ადგილზე ჩასვლას ცდილობს და დაჭრილების ევაკუაციის პროცესში დახმარების შეთავაზებით გამოდის.
რუსეთი აცხადებს, რომ ოლენივკის ციხეზე დარტყმა უკრაინის არმიამ ამერიკის მიერ მიწოდებული სარაკეტო იარაღით თავად განახორციელა. უკრაინის არმია კი აცხადებს, რომ იმ არეალში სარაკეტო ცეცხლი არ გაუხსნია.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოვალეობაა, რეაგირება მოახდინოს ოლენივკაზე მომხდარ თავდასხმაზე.