
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევზე მორიგი დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
ქალაქის მერის, ალექსანდრ სინკევიჩის ინფორმაციით, დაბომბვა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. რამდენიმე ობიექტი განადგურდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.
"დღეს მიკოლაევი მასიური, ალბათ ყველაზე ძლიერი დაბომბვის ქვეშ მოექცა. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა 01:00-დან დაახლოებით 05:00 საათამდე. განადგურდა რამდენიმე ობიექტი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა სადესანტო ადგილებზე, იქ მაშველები მუშაობენ. ვაგროვებთ დეტალურ ინფორმაციას", - დაწერა სინვეიჩმა Telegram-ზე.
მისივე ცნობით, აგრესორებმა თავდასხმისას კასეტური ჭურვებიც გამოიყენეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.