დატყვევებულმა ოკუპანტმა უკრაინელი ჯარისკაცის წამების ვიდეოს ყურებისას გონება დაკარგა - ჟურნალისტი

გამოქვეყნდა:

დატყვევებულმა ოკუპანტმა უკრაინელი ჯარისკაცის წამების ვიდეოს ყურების დროს გონება დაკარგა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვოლოდიმირ ზოლკინმა განაცხადა.

საუბარია კადრებზე, სადაც ჩანს, როგორ აწამებენ რუსი ოკუპანტები დატყვევებულ უკრაინელს, შემდეგ კი კლავენ. 

ზოლკინი რეგულარულად წერს ინტერვიუებს დატყვევებულ რუს ჯარისკაცებთან. მისი თქმით, ოლენივკას ბანაკში გადაღებული წამების ამსახველი ვიდეოს ნახვა მან კიდევ რამდენიმე ოკუპანტს შესთავაზა, თუმცა კადრების ყურება ბოლომდე ვერცერთმა მათგანმა შეძლო. 

"დღეს მე ვაჩვენე მათ ოლენივკას ტყვეთა ბანაკის დაბომბვის ვიდეო და წამების ამსახველი ვიდეო, რომელიც ბოლო დღეებში გავრცელდა ინტერნეტში. დღეს ვაჩვენე ეს ვიდეო და ერთმა პატიმარმა უბრალოდ გონება დაკარგა ყურებისას", - თქვა ჟურნალისტმა. 

მანვე აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა უკრაინელი ჯარისკაცების ტყვეობიდან დახსნა და რუსებისთვის მათი სამხედრო დამნაშავეების გადაცემა, რომლებიც უკრაინაში ჟენევის კონვენციის დაცვით არიან დაკავებული.

უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი