
უელსის პრინცმა ჩარლზმა ალქაიდას ლიდერისგან და 2001 წლის 9/11 ტერაქტის ორგანიზატორის ოჯახისგან 1 მილიონი ფუნტი მიიღო. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა BBC Sunday Times-ზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, პრინცმა ჩარლზმა თანხა ბინ ლადენის ნახევარძმისგან 2013 წელს, ალქაიდას ლიდერის მკვლელობიდან, 2 წლის შემდეგ მიიღო. კერძოდ, შემოწირულობა უელსის პრინცის საქველმოქმედო ფონდს (PWCF) ჩაერიცხა.
გარდა ამისა, The Sunday Times რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრინცმა ჩარლზმა ფული სამეფო ოჯახის რეზიდენციისა და საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო.
თუმცა 2013 წელს, ფონდის თავმჯდომარემ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ დონაცია საბჭოს მიერ "საგულდაგულოდ განხილული" იყო.
"ინფორმაცია გულმოდგინედ იქნა მოძიებული ფართო წყაროებისგან, მათ შორის, მთავრობისგან.
შეწირულობის მიღების გადაწყვეტილება მთლიანად საბჭომ მიიღო. სხვაგვარად ვარაუდის ნებისმიერი მცდელობა შეცდომაში შემყვანი და არაზუსტია", - თქვა ფონდის თავმჯდომარემ.
PWCF ფონდია, რომელიც გრანტებს ანიჭებს გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რათა განახორციელონ პროექტები დიდ ბრიტანეთში, თანამეგობრობაში და საზღვარგარეთ.