პუტინმა ხელი მოაწერა დოქტრინას, რომელშიც აშშ და NATO რუსეთის ყველაზე დიდ საფრთხედ სახელდება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ სამხედრო-საზღვაო დოქტრინას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და NATO რუსეთის ყველაზე დიდ საფრთხედ სახელდება.

55-გვერდიან დოკუმენტს, კრემლის ლიდერმა ხელი საზღვაო ძალების დღეს მოაწერა. დოქტრინაში წერია, რომ რუსეთისთვის მთავარი საფრთხე აშშ-ის მსოფლიო ოკეანეებზე დომინირების სტრატეგიული პოლიტიკაა, ისევე როგორც, რუსეთის საზღვრებთან NATO-ს სამხედრო ალიანსის მიახლოება.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს შეუძლია თავისი სამხედრო ძალა მსოფლიო ოკეანეებში არსებული ვითარების შესაბამისად გამოიყენოს, თუ სხვა რბილი ძალები, როგორიცაა დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტები, ამოიწურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი