
სერბეთს კოსოვოს საზღვრებთან სპეცრაზმი, ჯარი და საბრძოლო ტექნიკა გადაჰყავს. ინფორმაცია სერბეთის მედიასაშუალებებით ვრცელდება.
პარალელურად, კოსოვოს საპოლიციო ძალები სასაზღვრო ზოლში არიან განლაგებული და დაკეტილია ბრიანკისა და იარინიეს სასაზღვრო პუნქტები.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უახლოეს წუთებში განცხადება უნდა გააკეთოს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩიმ. მედია ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი, მოსახლებისთვის მიმართვის დროს, ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადებს.
დღესვე, პრეზიდენტმა თქვა: "ვფიქრობ, არასოდეს ვყოფილვართ იმაზე რთულ სიტუაციაში, ვიდრე ახლა ვართ. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ პრიშტინას რეჟიმი ცდილობს, მსოფლიოსთვის თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს".
ცოტა ხნის წინ, ამ საკითხზე უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენოკომ ისაუბრა და თქვა, რომ "თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, მათ უნდა დაიცვან კოსოვოელები".
"უკრაინა მზადაა იმოქმედოს ჩვენს ჯარებთან ერთად ადგილზე. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ზუსტად პუტინის მეთოდებით ცდილობს. როგორც ვთქვი, სერბეთი არის პუტინის ტროას ცხენი ევროპაში. ომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშინელია", - თქვა გონჩარენკომ.
დეტალები ამ დროისთვის უცნობია.