"უეცრად ცუდად გახდა, ხელ-ფეხს ვეღარ გრძნობდა" | ჩუბაისი კლინიკაშია გადაყვანილი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი, ანატოლი ჩუბაისი ევროპაში ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ის ჰოსპიტალში გილენ-ბარის სინდრომით მოათავსეს. ინფორმაციას რუსი ჟურნალისტი ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, ის ჩუბაისის ცოლს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ჩუბაისის მდგომარეობა არასტაბილურია: "ის უეცრად ცუდად გახდა, ხელ-ფეხს ვეღარ გრძნობდა".

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, გილენ-ბარის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს სხეულის ნერვებს.

ჩუბაისის მდგომარეობას გამოეხმაურა კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, კრემლს დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მომხდარს "სამწუხარო ამბავი" უწოდა.

ჩუბაისმა გარემოს დაცვის საკითხებში კრემლის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი მარტში დატოვა. როგორც დასავლური მედია წერდა, ჩუბაისმა რუსეთი უკრაინაში ომის გამო დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი