სახელმწიფოს მართვაში არსებულ კლინიკებში მინიმალური ხელფასი დაწესდა, ამბულატორიებში ანაზღაურება გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დღეიდან, პირველი აგვისტოდან ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო კლინიკებში ხელფასი იზრდება. ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განმარტა, რომ კლინიკებში მოხდა მინიმალური სახელფასო ანაზღაურების გაზრდა სამედიცინო პერსონალისთვის. მინისტრი ამბობს, რომ ეს არის ამ მომენტისთვის ის მინიმუმი, რაც სახელმწიფოს შეუძლია.

"ჩვენ მართვაში მყოფ კლინიკებს და ამბულატორიებს 1-ლი აგვისტოდან, მანამდე, ორი თვით ადრე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა ხელფასების გაზრდა, უფრო სწორად, კლინიკებში მოხდა მინიმალური სახელფასე ანაზღაურების გაზრდა სამედიცინო პერსონალისთვის, და იგივე მინიმალური ანაზღაურების გადავრცობა მოხდა დღეიდან უკვე სხვა ჩვენ მართვაში არსებულ კლინიკებში. ხოლო მართვაში რაც გვაქვს ამბულატორიები, ეს არის 17 ამბულატორია ქვეყნის მასშტაბით, მათ მნიშვნელოვნად გაეზარდათ ანაზღაურებები", - თქვა ზურაბ აზარაშვილმა. 

მისი განცხადებით, ექთნებს ხელფასი 100%-ით გაეზარდათ და დღეიდან უკვე ისინი გაზრდილ ხელფასს აიღებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი