"როცა კითხვებია, შეიძლება ვურჩიო კიდეც მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, ჯობია გაეცეს მკაფიო პასუხი" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე არ თვლის, რომ პარტიიდან ფორმალურად წასული დეპუტატებისა და ამჟამინდელი წევრების ბოლოდროინდელი თავდასხმები აშშ-ის ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელია და აზიანებს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორთან.

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ელჩის მიმართ კითხვების დასმა თავდასხმა არ არის და როცა კითხვები არსებობს, "ჯობია გაეცეს კონკრეტული და ძალიან მკაფიო პასუხები".

"კითხვები თუ დაისვა ეს არის თავდასხმა და ქართული ოცნების მიმართ თუ განცხადება, კრიტიკა და დაბრალება იქნა, ეს არაფერს ნიშნავს? და საქართველოს ხელისუფლებამ კითხვებში თუ მხარი დაუჭირა ვიღაცას და თქვა, რომ გასცეს კონკრეტულმა ადამიანმა კითხვებს პასუხი, ეს აღიქმება თავდასხმად? თქვენი ქვეყნის ხელისუფლებაზეა საუბარი, ეს თავდასხმაა თქვენთვის?

[...]

თუ დადასტურდა, რომ ვიღაც, არ აქვს მნიშვნელობა ელჩი იყო, თქვენ იყავით, თუ მე ვიყავი, მართლმსაჯულებაში ჩაერია იმგვარად, რომ ადამიანი დაბლოკა კონკრეტული ტრენინგიდან, ეს ჩარევა არის თუ არა? თუ ასეთი იყო არ უნდა ვთქვათ?... თუ ჩვენ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებშიც ჯდება და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც. ისე, რომ რადგან ჩვენი მეგობარია, სტრატეგიული პარტნიორია და აშშ-ა, რაც არ უნდა იყოს, კითხვა არ დავსვათ, ეს არის ის ფსიქოლოგია, რომელიც არც ერთ სუვენერულ ქვეყანას არ გამოადგება არასდროს.

როდესაც კითხვები ისმის, შეიძლება ვურჩიო კიდეც ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში, რომ ჯობია გაეცეს კონკრეტული და ძალიან მკაფიო პასუხები", - თქვა მდინარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი