ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა სააკაშვილის ადვოკატების ტაქტიკა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მესამე პრეზიდენტის ადვოკატების ტაქტიკა გათქვა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ პარტიაში პოლარიზაციაა.

"ნაციონალური მოძრაობის ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა რეალურად ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარ საუბრობს ამაზე, არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, ნუ რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან, საინტერესო ის არის რატომ გათქვა ეს საიდუმლოებამ ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაცია არის ნაცმოძრაობის შიგნით", - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, საზოგადოება დაღალეს უკვე "ამ უაზრო საუბრით" მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი