"დეპუტატს არ აქვს უფლება, ელჩს კითხვით მიმართოს? თუ ეს მიდგომა გაქვთ, სახელმწიფოდ არ აფასებთ ქვეყანას" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"დეპუტატს არ აქვს უფლება, ელჩს კითხვით მიმართოს? თქვენ თუ ეს მიდგომა გაქვთ, რომ ეს გგონიათ შეურაცხყოფა, მაშინ სახელმწიფოდ არ აფასებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა არის სახელმწიფო და ეს კარგად უნდა ისწავლოთ თქვენ, პირველ რიგში", - ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის შეკითხვას "ოცნებიდან" განდგომილების წერილებსა და შეერთებული შტატების ელჩთან 
საქართველოში, კელი დეგნანთან დაკავშირებით. 

ჩვენ ვთქვით, რომ საჯარო პოლემიკა არ არის ჩვენთვის მისაღები თუ შესაძლებელი, გამომდინარე ჩვენი სტატუსიდან. ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ როდესაც პარლამენტარები, პარლამენტის წევრები სვამენ გარკვეულ კითხვებს, და როდესაც უკვე საჯარო სივრცეში გამოდის დისკუსია, ასეთ დროს მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, რომ ელჩმა ამ კითხვებს გასცეს სათანადო პასუხი. ნუ, დღემდე არცერთი პასუხი არ არის გაცემული არცერთ კითხვაზე, მაშინ, როდესაც ამ კითხვებზე მარტივი პასუხების გაცემა იყო შესაძლებელი. 

[...]

კითხვა თავისი არსით ვერ იქნება, ბუნებრივია, შეურაცხმყოფელი, მაგალითად, როდესაც კითხვა ისმება გამიჯვნასთან დაკავშირებით ხო, იგივე ომის რიტორიკისგან გამიჯვნა, ან მოსამართლეზე ზეწოლისგან გამიჯვნა, ბიძინა ივანიშვილს რომ მოიხსენიებენ ოლიგარქად და ამისგან გამიჯვნა. ეს რა თქმა უნდა ლეგიტიმურია თავისთავად, რომ ჩვენ არ შევდივართ საჯაროდ ასეთ დისკუსიაში, მაგრამ როდესაც კონკრეტული საჯარო პირი და მითუმეტეს პარლამენტარი ასეთ კითხვებს სვამს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ამ კითხვებზე პასუხების გაცემა. რა თქმა უნდა შეურაცხმყოფელი ასეთი კითხვების დასმა ვერ იქნება. 

[...] 

ჩვენ არათუ პოზიცია არ დაგვიფიქსირებია ამ თემაზე, კითხვებიც კი არ დაგვისვამს საჯარო. მარტივად არის აქ საქმე. ჩვენთვის საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის შესაძლებელი... თუმცა, საზოგადოებამ მოისმინა ბევრი რამ, საზოგადოებამ მოისმინა მათ შორის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების კითხვები, მათზე პასუხები თუ არპასუხები და ა.შ. საზოგადოებამ ასევე იხილა ბიძინა ივანიშვილის წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენი, საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნებს ყველა ამ საკითხზე. 

თუ ასეთი რამ მართლა მოხდა, თუ საელჩოს თანამშრომელმა დაიბარა მოსამართლე ჩხიკვაძე და ელჩის სახელით მოსთხოვა მას ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ ამ ნიადაგზე მოხსნა ის რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტიდან, ეს არის არამარტო ზეწოლა მოსამართლეზე, არამედ ეს არის გაუგონარი მოვლენა, როდესაც ასეთი რამ ხდება,  ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქაც ერთი რამ, რომ გაემიჯნოს ელჩი ასეთ მომხდარ თუ შესაძლო შემთხვევას.

თავის დროზე როდესაც ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა აწიეს კამპანია ამასთან დაკავშირებით, გახსოვთ, რომ ისინი ადანაშაულებდნენ საელჩოს ასეთ ზეწოლაში და ჩვენ ვამბობდით, რომ ამას საელჩო არ იკადრებდა. მაგრამ ამის შემდეგ ხდება რა, რომ კითხვები დაისვა დეპუტატების მხრიდან, ამ კითხვაზე პასუხი არ გაიცა საელჩოს მხრიდან და ბუნებრივია, საზოგადოება უკვე არის გაურკვევლობაში, - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი