ბულგარეთის პრეზიდენტმა 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

გამოქვეყნდა:

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყანაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იქნება.
 
პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ივნისში რეფორმისტი პრემიერმინისტრის, კირილ პეტკოვის სამთვრობო კოალიცია დაიშალა. 

რადევმა, დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად შრომის ყოფილი მინისტრი გალაბ დონევი დანიშნა. დროებითი მინისტრთა კაბინეტი მოვალეობას შეასრულებს არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირებამდე.

მედიის ცნობით, ქვეყნის დროებითი მთავრობა რუსეთის მიმართ უფრო რბილ პოზიციას დაიკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი