ილინოისის შტატში ფურგონი ავტომობილს შეეჯახა | დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი

გამოქვეყნდა:

აშშ-ში, ილინოისის შტატში, პოლიციის ცნობით, დილის 02:11 საათზე ფურგონი და ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. პოლიციის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი არასწორად მოძრაობდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა, შედეგად კი შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ბავშვი.

ფურგონში ერთი ქალი და ხუთი ბავშვი დაიღუპა, მეორე მანქანაში კი ერთი ქალი გარდაიცვალა. 

პოლიციამ განაცხადა, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა 31 წლის ლორენ დობოსი და ხუთი ბავშვი. ილინოისის შტატის პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ორი 13 წლის გოგონაა, 7 წლის ბიჭი, 6 წლის ბიჭი და 5 წლის გოგონა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი