
რუსეთმა ბრიტანეთის 39 პოლიტიკოსს, ბიზნესმენს და ჟურნალისტებს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, დევიდ კამერონი, რომელიც ომის საწინააღმდეგო განცხადებების გარდა, უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. კამერონმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა პირადად მიიყვანა.
გარდა ამისა, რუსეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდა The Times, The Guardian, The Daily Telegraph, The Economist, The Sun, ITV და The Sky News-ის ჟურნალისტები.
სანქიცერებულთა სიაში მყოფ ყველა პირს, რუსეთში შესვლა ეკრძალება.
ცნობისთვის, ივნისში, რუსეთის სანქციების ქვეშ მოექცა ბრიტანეთის 40 მოქალაქე, მათ შორის BBC-ის 7 თანამშრომელი.