
ინდოეთში, კერალას შტატში, მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 22 წლის კაცი, რომელიც ყვავილით გარდაიცვალა, საავადმყოფოში 27 ივლისს გადაიყვანეს.
პაციენტს, მაღალი სიცხე და ლიმფური კვანძების შეშუპება აღენიშნებოდა, თუმცა არ ჰქონდა გამონაყარი, რის გამოც, ექიმებს "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების ეჭვი არ გაუჩნდათ.
საავადმყოფოში მისი მდგომარეობა გაუარესდა, მას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციაც დასჭირდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.