უკრაინელი ლტოლვილები ღია ცის ქვეშ | პუტინის აგრესიას გამოქცეულებს საცხოვრებლებიდან ასახლებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინელ დევნილებს დროებითი საცხოვრებლებიდან ასახლებენ. ომის ეპიცენტრიდან რუსულ აგრესიას გამოქცეულ ოჯახებს ისევ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ.

ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლტოლვილების დახმარების პროგრამა დასრულდა და უკრაინელები საქართველოში სახელმწიფოს დახმარებას ვეღარ მიიღებენ ყოველთვიური შემწეობის გარდა.

დღეს დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროში შესახლებულ ოჯახებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად  ტერიტორია დაატოვებინეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი