"დახმარებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა... სახელმწიფომ დაბალანსებულად უნდა გადაანაწილოს რესურსი" | კობახიძე უკრაინელ ლტოლვილებზე

გამოქვეყნდა:

"რა თქმა უნდა, ვითარება, ზოგადად, რთულია, რთულია ყველა ქვეყანაში. სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებდა და გააკეთებს,რა თქმა უნდა, მომავალშიც. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ამ პირებისთვის გაიცემა სათანადო, საკმაოდ სერიოზული კომპენსაცია. ამას გასცემს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა გარკვეული ტიპის დახმარებები უსასრულოდ, სამწუხაროდ, ვერ გაგრძელდებოდა. რესურსებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოუწია გარკვეულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო ამ ადამიანებს დაეხმარება, კონკრეტული კომპენსაციებია გათვალისწინებული...

300 ლარს ემატება სულადობრივი დახმარება, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი თანხები და ა.შ. რა თქმა უნდა, საკმარისი შეიძლება რაღაცები ვერ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი მწირი რესურსი და ამ მწირი რესურსის ფარგლებში გამოიყოფა ეს დახმარება. მე შაგახსენებთ, რომ 500 000 სოციალურად დაუცველი პირია საქართველოში და სახელმწიფომ დაბალანსებულად უნდა გადაანაწილოს ის რესურსი, რაც აქვს "

- ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი