ომის დაწყების შემდეგ კობახიძემ რუსეთი 9-ჯერ, უკრაინელები 26-ჯერ, დასავლეთი კი 57-ჯერ გააკრიტიკა | OC Media 

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე: საქართველოს დასავლეთისგან შემობრუნების სახე - ამ სათაურით OC-Media სტატიას აქვეყნებს. 

გამოცემის ცნობით, OC Media-მ დაითვალა რამდენჯერ გაუკრიტიკებია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს რუსეთი და ეს განცხადებები შეადარა უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ კომენტარებს.

გამოცემამ გააანალიზა კობახიძის განცხადებები, რომლებიც პრესაში გავრცელდა, საანგარიშო პერიოდი 24 თებერვლიდან 27 ივლისამდე თარიღებს მოიცავს. 

24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამხედრო შეჭრა გამოაცხადა, ირაკლი კობახიძემ ფეისბუქზე სასწრაფოდ გამოუცხადა უკრაინელებს სოლიდარობა. ამასთან, ის ცალსახად არ ახსენებდა რუსეთს - "უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა ასეთ უსამართლობას!!! სოლიდარობა უკრაინას!!!",- დაწერა კობახიძემ 

"მაშინ ცოტას ეპარებოდა ეჭვი, რომ კობახიძემ რუსეთი მოიხსენია, როგორც ასეთი უსამართლობის ჩამდენი. მაგრამ მომდევნო კვირებსა და თვეებში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა სულ უფრო და უფრო ებრძოდა უკრაინელ ჩინოვნიკებსა და დასავლელ მოკავშირეებს, ზოგჯერ მიანიშნებდა კიდეც, რომ მათ თავად მოახდინეს რუსეთის სამხედრო აგრესია"- ნათქვამია სტატიაში. 

აღმოჩნდა, რომ განცხადებებში კობახიძემ რუსეთის მიმართ კრიტიკული კომენტარები, მათ შორის უკრაინაში შეჭრის ან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის ფარული კრიტიკა, მხოლოდ ცხრაჯერ შეძლო.  ამ ფონზე, კობახიძემ 26-ჯერ გააკეთა კომენტარი უკრაინისა და უკრაინელი ოფიციალური პირების გასაკრიტიკებლად - საშუალოდ ექვს დღეში ერთხელ.

თუმცა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, მისი მთავარი სამიზნე იყო დასავლეთი, 57 კრიტიკული კომენტარით.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი