
საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა, - ამის შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობა ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დღეიდან საფრანგეთში ჩასულ მგზავრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა აღარ დასჭირდებათ.
თუმცა, როგორც საფრანგეთის შინაგან სამინისტროში განაცხადეს, მთავრობას შეუძლია, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შემზღუდავი ზომები ხელახლა აამოქმედოს. კერძოდ, არაუმეტეს ორი თვის ვადით იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტი გავრცელდება, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს.