
უკრაინის ეროვნული საფოსტო ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა, იგორ სმილიანსკიმ განაცხადა, რომ "უკრპოჩტა" დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობას წყვეტს.
გადაწყვეტილების მიზეზი რუსი სამხედროების, ასევე, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის არმიის მებრძოლებისგან, ფოსტის თანამშრომლებზე განხორციელებული მუქარაა.
"პენსიების ჩაბარების საშუალებას არ გვაძლევენ, რადგან "რეფერენდუმზე" პენსიონერებისგან პასპორტის ნომრები უნდა აკრიფონ. ეს მათთვის ჩვეულებრივი შანტაჟია. სხვანაირად არ შეუძლიათ“, - თქვა სმილიანსკიმ
გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ უკრაინული ფოსტა განაახლებს მუშაობას სწორედ იმ ტერიტოერიებზე, საიდანაც ახლა იძულებულია, წავიდეს.