ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, აბსოლუტური სიცრუეა - კინზინგერი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "Twitter-ში" წერს, რომ ახლა აშშ- იბრძვის იმისთვის, რომ უკრაინამ პუტინის მიერ დაწყებულ ომში ერთი სანტიმეტრიც არ დაკარგოს. 

კონგრესმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა არ სურს. 

"რაც შეეხება დეზინფორმაციას ქართველ ერში, ჩვენ გვინდა ვიყოთ მკაფიო: აშშ ცდილობს დაასრულოს ბრძოლა უკრაინაში ისე, რომ უკრაინამ ერთი სანტიმეტრიც არ დაკარგოს. ჩვენ  საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ეს აბსოლუტური სიცრუეა",- წერს კინზინგერი.

 იხილეთ ასევე:

ადამ კინზიგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი