
აშშ-ის დრონის იერიშის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას ლიდერი, იმან ალ-ზავაჰარი მოკლეს. ინფორმაცია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა.
ზავაჰარი CIA-ს მიერ ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, 31 ივლისს მოკლეს.
"ახლა სამართალი აღსრულდა და ტერორისტი ლიდერი აღარ არსებობს", - თქვა ბაიდენმა.
ცნობისთვის, აიმან ალ-ზავაჰარი ალ ქაიდას ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ, 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტს ბინ ლადენთან ერთად ზავაჰარიც გეგმავდა.