"სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, აშშ-ის როლი იქნება ბირთვული თავდასხმის შეკავება პარტნიორებზე" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ატომური იარაღის გამოყენება მათაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ საგანგებო ვითარებაში. ამის შესახებ ბლინკენმა გაეროში ბირთვული იარაღის შეკავების მოლაპარაკებების მიმდინარეობისას განაცხადა.

ბლინკენმა განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ბირთვული ძალების ძირითადი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ბირთვული თავდასხმაზე უარი ათქმევინოს და ამ მხრივ შეაკავოს სხვა სახელმწიფოები, ვისაც მსგავსი იარაღი აქვს.

"მანამ, სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, აშშ-ის ფუნდამენტური როლი იქნება ბირთვული თავდასხმის შეკავება პარტნიორებსა და მოკავშირეებზე, ისევე როგორც საკუთარ თავზე. ამერიკის შეერთებული შტატები, მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, რათა დაიცვას საკუთარი პარტნიორებისა და მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესები", - თქვა ენტონი ბლინკენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი