"შესაძლოა, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებამ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტოს" | ზახაროვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ვაშინგტონის მიერ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებამ შესაძლოა, აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვიოს. 

მისი თქმით, რუსეთი მზადაა  ნებისმიერი შესაძლო სცენარის განვითარებისთვის.  

" როგორც ჩანს, ანტირუსულ ლტოლვაში ყველა არსებული სანქციების ინსტრუმენტები გაიარეს, რაც დიდწილად არაეფექტური აღმოჩნდა... ჩვენ მზად ვართ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის და თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს მოსკოვთან ურთიერთობის სრულ შეწყვეტას, ჩვენ გადავრჩებით" - თქვა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ კვირას აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს აღიაროს რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი