დაპირისპირება გორის საკრებულოში | თავმჯდომარემ დეპუტატების პროტესტი "ცხელი ამინდით" ახსნა

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება გორში - ერთმანეთს დღეს საკრებულოს წევრები რიგგარეშე სხდომაზე დაუპირისპირდნენ. აზრთა სხვადასხვაობა მერიის მიერ ინიცირებულმა საკითხმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც, აღმასრულებელ ორგანოში სამსახურების რეორგანიზაცია უნდა მოხდეს.

"ქართული ოცნება" საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ლიკვიდაციას გეგმავს. ცნობილია, რომ გაუქმებული სამსახურის სანაცვლოდ, მერია ყველა განყოფილებაში ორი ახალი შტატის დამატებას აპირებს.

ოპოზიციამ საკითხს ბოიკოტი გამოუცხადა, ოცნებას კი ხმები დააკლდა, რადგან კენჭისყრის მიმდინარეობისას რამდენიმე დეპუტატმა სხდომათა დარბაზი დატოვა. დარბაზი დატოვა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემაც, ოპოზიცია საკითხის ჩავარდნილად გამოცხადებას ითხოვდა. მოულოდნელად რაზმაძე უკან დაბრუნდა და კენჭისყრა ჩაატარა. 

"ხმაური მოჰყვა რეორგანიზაციის თემას. შეუძლოდ იყო: ერთი დამეთხოვა, 2 დაურეკეს, წნევა გაუზომია, ვერ იყო კარგად. მაგალითად, გიორგი სოსიაშვილმა დატოვა და მას ნამდვილად არ ჰქონია განსხვავებული აზრი, უბრალოდ შეუძლოდ გახდა. [3-მა დეპუტატმა დატოვა ერთდროულად] სიცხეა, ისეთი ამინდია რო ყველაფერი მოსალოდნელია" - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ

ოპოზიცია ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გაუქმება დაუშვებელია და მმართველ გუნდს ანტიდასავლური განწყობები აქვს. 

"ოპოზიციამ და მმართველი პარტიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს და ჩავარდა, მაგრამ მერე ამოქმედდა სახელმწიფო მანქანა. საკრებულოს თავმჯდომარემ, მოადგილეებმა და სხვებმა დაიწყეს მმართველი პარტიის იმ წევრებზე ზეწოლა და მათი ნების შეცვლაზე მუშაობა. ეს ადამიანები შემოატრიალეს და მიაცემინეს ხმა ამ საკითხის სასარგებლოდ",- ამბობენ ოპოზიციაში. 

"ოცნებაში" გადაწყვეტილებას თანხების ოპტიმიზაციით ხსნის და ამავდროულად ამბობს, რომ აპირებს შტატები სხვა განყოფილებებში დაამატოს. 

ცნობისთვის, საერთაშორისო განყოფილება გორის მერიაში წლების განმავლობაში მუშაობდა, სამსახურის დანიშნულება იყო გრანტების მოპოვება და პროექტების განხორციელება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი