
მსოფლიოს ყურადღება ახლა ტაივანისკენაა მიპყრობილი, სადაც ჩინეთის მუქარის მიუხედავად, უკვე საათზე მეტია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები იმყოფებიან. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს სტუმრობს.
პელოსის ვიზიტი ამერიკასა და ჩინეთს შორის გაუარესებულ ურთიერთობების ფონზე დაიწყო. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველი განცხადება ტაივანში ჩასვლისთანავე ტვიტერზე გამოქვეყნდა.
პელოსის თქმით, მისი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას ტაივანის დინამიური დემოკრატიისადმი. პეკინმა, რომელიც ტაივანს თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, დღეს სამხედრო წვრთნები ჩაატარა და დაიმუქრა, რომ პელოსის კუნძულზე ჩასვლის შემთხვევაში ვაშინგტონს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევდა.
ავტორი: გუგა მაისურაძე
იხილეთ ასევე: