ომის გამო, 15 მლნ-ზე მეტ უკრაინელს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდება | უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

ომის შედეგად 15 მლნ-ზე მეტ უკრაინელს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ ისაუბრა. 

მინისტრი ამბობს, რომ ომი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყველა ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, თუნდაც მათზე, ვინც ერთი შეხედვით მის შედეგებს უმკლავდება.

"ჩვენ უკვე  ვიწინასწარმეტყველებთ იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ფსიქიკური აშლილობა ექნება ამ ომის შედეგად.  ეს არის 15 მლნ-ზე მეტი ადამიანი. ეს ის ხალხია, ვისაც მინიმუმ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დასჭირდება", - თქვა ლიაშენკომ

მისივე თქმით, ეს ომი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ადამიანების ფსიქოლოგიურ  მდგომარეობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი