ლადო ოხოტნიკოვი - საერთაშორისო თაღლითური სქემის შემქმნელი საქართველოდან | როგორ იქცა ქვეყანა პოტენციური ძებნილების თავშესაფრად 

გამოქვეყნდა:

მორიგი მასშტაბური თაღლითური სქემა და მითვისებული ასობით მილიონი. ამერიკის საფინანსო ინსტიტუტმა გასხნა დანაშაული, რომლის კვალი საქართველომდე მიდის. საუბარია კრიპტო-პირამიდაზე, რომელიც 2 წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდა. თაღლითური სქემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი ვლადიმერ იგივე ლადო ოხოტნიკოვი მას საქართველოდან მართავდა. თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსში სოლიდური უძრავი ქონების მფლობელი ოხოტნიკოვი დედაქალაში ბოლოს 3 თვის წინ ნახეს. 

$300 მილიონიანი კრიპტოპირამიდის ერთ-ერთი შემქმნელი თბილისში ცხოვრობდა. საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა და თაღლითურ სქემას, თბილისიდან ხელმძღვანელობდა. ეს გარემოება დადასტურებულია, კრიპტოპირამიდა თანამზრახველებთან ერთად 2020 წელს შექმნა, 2021 წელს კი თბილისში ინდმეწარმედ დარეგისტრირდა და ფეშენებელურ კომპლექსში 2 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტოფარეხი შეიძინა.

ბოლოს ოხოტნიკოვი დედაქალაქში 3 თვის წინ ნახეს. რატომ ფიგურირებს თაღლითურ სქემებში საქართველო და რატომ იქცა ჩვენი ქვეყანა კრიმინალების თავშესაფრად - ეს მთავარი კითხვაა. ჩვენი ქვეყნის იმიჯი ზიანდება. სად არის ახლა საერთაშორისო თაღლითური სქემის შემქმნელი - იხილეთ დეა მამისეიშვილის რეპორტაჟში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი