ინგლისური ენის TOEFL-ის გამოცდის ორგანიზატორებმა რუსებს რეგისტრაცია აუკრძალეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

რუსეთის მოქალაქეები ვეღარ ჩააბარებენ TOEFL ინგლისური ენის გამოცდას, რომელსაც ატარებს ამერიკული საგანმანათლებლო ტესტირების სამსახური (ETS). BBC დარწმუნდა, რომ TOEFL-ის გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლებელია, თუ მიუთითებთ რუსეთის მოქალაქეობას.

TOEFL-ის სერთიფიკატი საჭიროა ბევრ უცხოურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.  

რუსეთის მოქალაქეობის მონიშვნის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება: „უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი წვდომა TOEFL-ის პროდუქტებსა და სერვისებზე შეზღუდულია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი