
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ის ჩაატარებს მნიშვნელოვან სამხედრო წვრთნებს და სასწავლო აქტივობებს, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წვრთნებს ტაივანის კუნძულის მიმდებარე ექვს ლოკაციაზე.
მედიის ინფორმაციით, წვრთნები ხუთშაბათიდან კვირამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, უკვე საათზე მეტია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში იმყოფებიან. ეს არის პირველი შემთხვევაა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს სტუმრობს.
იხილეთ ასევე: