
სამხრეთ აფრიკაში ხალხიც ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა და დემონსტრანტები ქუჩაში გამოვიდნენ. aljazeera-ს ცნობით, დემონსტრანტები ელექტროენერგიის გადაჭარბებული ტარიფებსა და გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ.
პოლიციის ცნობით, მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ დასახლებაში ელექტროენერგიის ღირებულების გამო დემონსტრაციების დროს. ქუჩებში გზები გადაკეტილია, არის ხანძარი და დაწვეს მანქანები.
მოსახლეობამ დაწვა მუნიციპალური შენობა ქალაქ თემბიზაში, ფინანსური ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იოჰანესბურგში. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დილით საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ პოლიციის სავარაუდო სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
”ვარაუდობენ, რომ მათ ესროლეს,” - განუცხადა AFP-ს ადგილობრივი მუნიციპალური პოლიციის სპიკერმა, კელებოგილე თეპამ.
ცნობისთვის, ცუდი სერვისების გამო პროტესტი რეგულარულად იმართება სამხრეთ აფრიკაში, რომელიც ებრძვის მსოფლიოში უმუშევრობისა და დანაშაულის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს.