41 350 ჯარისკაცი, 1 774 ტანკი, 4 022 ჯავშანტექნიკა... | რუსი ოკუპანტების დანაკარგი უკრაინის გენშტაბის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 3 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 41 350;
  • ტანკი - 1 774;
  • ჯავშანტექნიკა - 4 022;
  • საარტილერიო სისტემა - 939;
  • სარაკეტო სისტემა - 259;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 118;
  • თვითმფრინავები - 223;
  • ვერტმფრენი - 191;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 740;
  • საკრუიზო რაკეტები - 180;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 922;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 83.

აღსანიშნავია, რომ კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1,351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი