ზელენსკიმ უკრაინის პრემიერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე პეტიციაში წამოჭრილი საკითხების განხილვის თხოვნით მიმართა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის" შესახებ პეტიციას უპასუხა. მან პრემიერმინისტრს პეტიციაში წამოჭრილი საკითხების განხილვის თხოვნით მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული საზოგადოების დონე, სხვა საკითხებთან ერთად, იზომება სახელმწიფოს პოლიტიკით, რომელიც მიზნად ისახავს ყველა მოქალაქისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფას.

"უკრაინის კონსტიტუციის 116-ე მუხლის თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იღებს ზომებს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართე უკრაინის პრემიერმინისტრს თხოვნით, განეხილა ელექტრონული პეტიციაში წამოჭრილი საკითხი და ეცნობებინა შესაბამისი შედეგების შესახებ", - ნათქვამია ზელენსკის პასუხში.

პრეზიდენტის ვებგვერდზე პეტიცია 2022 წლის 3 ივნისს გამოქვეყნდა. 3 აგვისტოს მონაცემებით მას საჭირო 25 000-დან 28 592-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი