
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, კახი კალაძე ამბობს, რომ საშიში არაა, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებენ.
"საშიში ნამდვილად არაფერი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დისკუსია, პოლემიკა რაღაც საკითხებზე, როდესაც ხდება რაღაც არასწორი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პასუხი, ამას სჭირდება ახსნა-განმარტებების გაკეთება, ასე რომ, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია", - თქვა კალაძემ.
ცნობისთვის, პარტნიორების კრიტიკა იმ ფონზე ძლიერდება, როცა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მოლოდინშია და 12 პუნქტი აქვს შესასრულებელი.