ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოსვლას - კალაძე რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახი კალაძე საქართველოში რუსების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ ტურისტების შემოსვლას მთავრობა მიესალმება და ხელისუფლება ამ მიმართულების გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

"ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემსოვლას და ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ მიმართულების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ზოგადად ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან, პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ადამიანების დასაქმებასთან და ა.შ", - თქვა კალაძემ. 

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან შემომსვლელი ადამიანების ნაკადი გაიზარდა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი