ის, რომ თითქოს ჩვენთან ანტიდასავლური კამპანიაა, ჰიბრიდული ომის ნაწილია - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

ის, რომ თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის მიზანიც ხელისუფლების შერყევაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობს.

ის, რომ თითქოს საქართველოში მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია, ეს გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი არის ხელისუფლების შერყევა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი. ერთი ხელით პროპაგანდა მიდის რომ თითქოს არის ანტიდასავლური კამპანია და მეორე ხელით თითქოს ებრძვიან ამ ანტიდასავლურ კამპანიას, და ეს არის სინამდვილეში ნაწილი ჰიბრიდული ომისა საქართველოს წინააღმდეგ, - ამბობს პაპუაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი