რუსეთში, მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ისტრაში, ინტერნეტპლატფორმა OZON-ის საწყობი იწვის. ვიდეომასალა ტელეგრამის არხებში ვრცელდება. ცნობილია, რომ ცეცხლი 25 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას უკიდია. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.