"მეგობრული ურთიერთობები რუსეთთან და მტრულად განწყობილი აშშ" | "ოცნების" დამფინანსებლის ტელევიზიამ ღარიბაშვილზე რეპორტაჟი "შექმნა"

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდა ოკუპაციის მთავარი ეპიცენტრიდან - შიდა ქართლის ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში ფეიკ რეპორტაჟი გავიდა, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენას იწყებს. ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას კი მხოლოდ ამერიკა ეწინააღმდეგება. რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის შემდეგ დააპატიმრებენ ყველა დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და სახალხო დამცველს. 

"ვუცქეროდი მათ გადაცემას. ნამდვილი ადამიანი მეგონა. მე მეგონა, ნამდვილად პრემიერმინისტრი იყო ჩასული და აპირებდა ჩასვლას მოსკოვში და მე, სიმართლეს გეტყვით, ვიფიქრე, რომ მართლა გადასცეს ჩვენი ქვეყანა რუსეთს. დაგვბომბა რუსეთმა, გაგვანადგურა რუსეთმა და კიდევ ასე რუსული პროპაგანდა არ მოიშალა ჩვენ ქალაქში", - ამბობს გორის ერთ-ერთი მკვიდრი. 

ოპოზიციის თქმით, "ხელისუფლება ახალისებს ოკუპანტების მიერ მართულ ტელევიზიებს და ხშირ შემთხვევაში საყრდენს ქმნის რუს ოკუპანტებს საქართველოში"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი