"ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები, დავაკვირდეთ"... | კობახიძე "ოცნებიდან" წასულების საზოგადოებრივ მოძრაობაზე

გამოქვეყნდა:

"ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები, დავაკვირდეთ"... - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატების მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას.

"რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას, ეს არის მათი გადაწყვეტილება, ჩვენ თავის დროზე გავაკეთეთ შეფასება ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ ერთადერთი განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის, ისინი თვლიან, რომ მეტი დოზით უნდა ითქვას გარკვეული სიმართლე საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვთქვით, რომ ამის საშუალება იმ სტატუსიდან გამომდინარე არ გვაქვს, რაც ჩვენ გვაქვს დაკისრებული. ეს იყო აზრთა სხვადასხვაობის საფუძველი. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას ეს არის, რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილება, ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას", - ამბობს კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი