"არასამთავრობო ორგანიზაციას რა უნდა პოლიტიკურ პროცესებში" | ყაველაშვილი

გამოქვეყნდა:

მესამე სექტორი ქართული ოცნების ახალი თავდასხმის სამიზნე ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციებს ორკესტრირებულად უტევენ მმართვალი პარტიის ლიდერები და ე.წ. გამიჯნულები. 

მესამე სექტორის წევრები პოლიტიკურ განცხადებებში დაადანაშაულა მიხეილ ყაველაშვილმა:

ეკა გიგაურმა ჩათვალა, რომ ხალხის სახელით შეუძლია საუბარი და ხელისუფლების გადაყენება განიზრახეს. ტექნიკური მთავრობის შექმნა და ეს კითხვა დავსვი მე რომ ამ ხალხს საიდან აქვს ლეგიტიმაცია, ვისი სახელით საუბრობენ. დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც ამდენის ურთიერთობა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, საერთოდ, არასამთავრობო ორგანიზაციას რა უნდა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის კონსტიტუციაზე და მთავრობის შეცვლაზე საუბარი, სად გინახავთ ხო?! გამორიცხულია მსგავსი რამ, - ამბობს ყაველაშვილი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი