ბიძინა ივანიშვილის ახალი თამაში და ახალი მონაწილეები. იმიტირებული ამბოხის ავტორები ახალი პოლიტიკური სვლისთვის ემზადებიან - "ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატები პარტიის დაფუძნებას აპირებენ.
პოლიტიკური ძალა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ახალი ბერკეტი იქნება. ე.წ განდგომილები ოლიგარქს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და იქნებიან უფრო თამამები, ვიდრე "ოცნება". ოლიგარქს, როგორც ჩანს, ახალი მიზანი აქვს, "ოცნებაზე" გაბრაზებული მოქალაქეები მისივე გუნდის ვითომდა ყოფილ წევრებს გადაუნაწილოს და ასე ელექტორატი შეინარჩუნოს.
თუ ბევრი სატელიტი პარტია ექნება ივანიშვილს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ოლიგარქის ინტერესების დამცველი ბევრი იქნება, მაკრიტიკებელი კი ცოტა. ამ თამაშში მთავარი როლები - გურამ მაჭარაშვილს, სოზარ სუბარს, მიხეილ ყაველაშვილს და დიმიტრი ხუნდაძეს ერგოთ.