
ავტოკრატიის დამარცხებისთვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია, შეერთებული შტატების რანგით მესამე პოლიტიკოსის ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ოფიციალურად შედგა და დასრულდა.
ვიზიტმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია და სამხედრო მუქარაც მოვისმინეთ თუმცა პელოსი ტაივანში მაინც ჩავიდა და ტაივანის მოქალაქეებს შეერთებული შტატების გზავნილი გადასცა, თეთრი სახლი ტაივანის დემოკრატიულ გზას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, ჩინეთი კი მუქარას არ ეშვება.
კომუნისტურმა სახელმწიფომ წვრთნები ხმელეთიდან ზღვაში გადაიტანა და ტაივანის სიახლოვეს ახლა ჩინური ფლოტი დგას, ვიზიტიდან 12 საათზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე ჩინეთის მუქარა მხოლოდ მუქარად რჩება.
ავტორი: გუგა მაისურაძე