ტურინში ქურდობის გამო, ქართველი კაცი დააკავეს | პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე სავაჭრო ცენტრში ამოიცნო

გამოქვეყნდა:

ტურინში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - იტალიური მედიის ცნობით, დაკავებულს საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეღწევასა და ქურდობას ედავებიან. 

მედია წერს, რომ დაკავებული სამკაციანი დაჯგუფების წევრია, რომელიც პოლიციამ ამოიცნო და სავაჭრო ობიექტში დააკავა. 

"გამოძიების ცნობით,  24 ივლისს მირაფიორის რაიონში  სამი პირმა საცხოვრებელი სახლი გაქურდა. პოლიციის ცნობით, დამნაშვეები საცხოვრებლის შიგნით განთავსებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეოსათვლათვალო კამერის ჩანაწერები ამოიღეს და შეისწავლეს. სამართალდამცველებმა ყველა სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება უკვე შეძლეს.

პოლიციელებისთვის უკვე ცნობილი ქართველი ბინაში არსებული კამერის კადრებით იდენტიფიცირებული იყო. გასულ შაბათს ის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა გააჩერეს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ. სავარაუდო დამნაშავე სავაჭრო ცენტრში ყოფნისას იცნეს. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ორი განსხვავებული სახელწოდებით, მის წინააღმდეგ იყო ამდენივე დაკავების ბრძანება და მას შვიდ წელზე მეტი სასჯელი უნდა მოეხადა."- ვკითხულობთ სტატიაში. 

 გამოძიების ცნობით, დაკავებული ქართველის წინააღმდეგ მანამდე ორი ორდერი იყო გაცემული. დაკავების პირველი ორდერი, ფლორენციის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის მარტში გაცემული და რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლით და მეორე ორდერი 2021 წლის აპრილში რეჯო ემილიას სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი 4 წლის, 11 თვისა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მოხსნისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი