რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვი ისევ დაბომბეს. 

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, აგრესორების სამიზნე ნემიშლიანსკის რაიონში ადმინისტრაციული შენობა იყო.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. დაბომბვას არც ხანძარი მოჰყოლია. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის ჯარების ყურადღება ახლა დონბასის აღებაზეა გადატანილი. თავდასხმების შედეგად, ოკუპანტებს ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით მცირე წინსვლა აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი